კაილი მინოუგი ახალგაზრდა მსახიობზე დაინიშნა [Video]

ავსტრალიელი მომღერალი, კაილი მინოუგი ახალგაზრდა ბრიტანელ მსახიობ – ჯოშუა სასზე დაინიშნა, – იუწყება The Telegraph.

ცნობილია, რომ წყვილმა ერთმანეთი კომედიურ სერიალ “Galavant”-ის გადაღების დროს გაიცნო.

NME Awards-ის პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 17 თებერვალს გაიმართა, თაყვანისმცემლებმა მინოუგის თითზე საქორწინო ბეჭედი შენიშნეს.

ინსაიდერების ინფორმაციით, მომღერალმა უკვე დაადასტურა, რომ მსახიობ ჯოშუა სასზე დაინიშნა, რომელიც მასზე 19 წლით უმცროსია.

შეგახსენებთმ რომ კაილი ენ მინოუგი (დ. 28 მაისი, 1968. მელბურნი, ავსტრალია) — “გრემის” ჯილდოს მფლობელი ავსტრალიელი პოპ-მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი და მსახიობია. მან წარმატებას 1980-იან წლებში მიაღწია, როდესაც ავსტრალიურ ტელესერიალ “მეზობლებში” ითამაშა და პოპ -შემსულებლადაც ჩამოყალიბდა. Warner Music Australia-ზე დაყრდნობით, მონოუგს მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

მსგავსი პოსტები

Back to top button