კახა ჯამბურია: ლაგოდეხის წინა ხელისუფლება გამდიდრებული წავიდა სათავედან
“ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსნებს მითვისებული აქვთ ხალხის ქონება და ისინი ხელისუფლებიდან გამდიდრებულნი წავიდნენ, გადახედეთ მათ საჯარო დეკლარაციებს და გაანალიზეთ ყველაფერი ” – ამის შესახებ ჰერეთის ღია ეთერში, თოქ-შოუ “თავისუფალ დრო”-ში ლაგოდეხის მუნიცილიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ განაცხადა, სადაც ის დებატების რეჟიმში იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” ლაგოდეხის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილესთან და გამგებლობის ყოფილ კანდიდატთან ნიკა ნოზაძესთან.
ნოზაძემ გამგებელს ურჩია ჭორაობის ნაცვლად დადოს ფაქტები და მიმართოს პროკურატურას, აღძრან შესაბამისი საქმეები თუ აღნიშნული პრეტენზიები ყოფილ მაღალჩინოსნებზე არსებობს.
ლაგოდეხის გამგებელმა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, წინა ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხში ფულის გათეთრებაში დადანაშაულა და მაგალითად ქალაქის ცენტრში მშენებარე იუსტიციის სახლის მოიყვანა, რომლის პროექტი და ტერიტორია გამგებლის თქმით არასწორად შეირჩა.
გადაცემა ჰერეთის ეთერში ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობს, სადაც მსმენელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას.