მეცნიერების მოყვარულებმა M&M’s-ის დრაჟეს დნობის პროცესი გადაიღეს [Video]

პორტალ Beauty of Science-ის შემქმნელებმა საკუთარ YouTube-არხზე ვიდეო გადაიღეს, სადაც M&M’s-ის ფერადი დრაჟეს წყალში დნობის პროცესია ასახული.

სპეციალისტებმა ერთწუთიანი თაიმლაფსი Sony A7R M2 კამერით 4K გაფართოებით გადაიღეს. ხარისხიანი გადაღების წყალობით დრაჟეს დნობის პროცესი კოსმოსურ მოვლენას ჰგავს, მაგალითად ვარსკვლავის აფეთქებას.

აღსანიშნავია, რომ ენთუზიასტები აჩქარებული ან შენელებული გადაღების მეშვეობით უჩვეულო ვიდეოებს ხშირად ქმნიან. მაგალითად ადრე Beauty of Science-ის ავტორებმა რგოლი გადაიღეს, სადაც ასახულია სხვადასხვა სახის ქიმიური პროცესი.

მსგავსი პოსტები

Back to top button