მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კახა კალაძის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის მერის კახა კალაძის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს მისმა ოჯახის წევრებმა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სოციალურ ქსელებში განიხილება ვერსია თვითმკვლელობის შესახებ.

ელოშვილი 47 წლის იყო.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის.” – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ელოშვილი საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი იყო.

2017  წლიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე

2017 – 2017 –  ენერგეტიკის მინისტრი

2016 – 2017 – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

2016 – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

2012 – 2016 – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

2011 – 2012 – ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტი Tetra Tech Inc-ი, ხელმძღვანელის მოადგილე

2010 – 2011 – შპს “ნიუ ენერჯი”, ტექნიკური დირექტორი

2008 – 2010-  ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

2008 – შპს “ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია“, გენერალური დირექტორი

2007 – 2008 – შპს “ვისოლ პეტროლიუმი”, გენერალური დირექტორის მოადგილე

2007 – ფონდი “ ათასწლეულის გამოწვევა საქართველო”, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი

2006 – 2007 – ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი

2005 – 2006 – „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting Group“-ი, დასავლეთ რეგიონის დირექტორი

2004 – 2005 – „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting Group“- ი, დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორი

2003 – 2004 – შპს “გორგასალი”, კომერციული მენეჯერი

2000 – 2003 – შპს “ოსტორ – ნიდერლანდები”, კონსულტანტი

განათლება და კვალიფიკაცია

2011 – აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაცია, ხარისხი – ზედამხედველობის სპეციალისტი

2010 – FIDIC – ის კონტრაქტების სრულყოფილი პროგრამა, დავათა მოგვარების საბჭოს ფედერაცია, ლუქსემბურგი

2009, 2007 –  MCC უნივერსიტეტი, ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მიმართულია ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCA) ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლითი მეთოდით განათლების მიღებაში

2005 – ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, პროფესიული განათლების უნივერსიტეტი, უტრეხტი, ჰოლანდია

1999 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ბიზნესის სამართალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button