მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კახა კუჭავა ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დღეს ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლისს, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსს და ბელგიის პარლამენტის წევრებს შეხვდება.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

ვიზიტი დღეს, 16 მაისს იწყება და 20 მაისს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button