მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კახა კუჭავას ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,კახა კუჭავა დღეს ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდება.

შეხვედრა გაიმართება ასევე NATO–ში, გენერალური მდივნის მოადგილესთან, რა დროსაც
რეგიონალური უსაფრთხოებისა და საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს განიხილავენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

ვიზიტი 16 მაისს დაიწყო და 20 მაისს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button