მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახელი რეინჯერი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისია „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდოს“ გადასცემს.

საუკეთესო რეინჯერების შერჩევას, კომისია 139 ქვეყნის წარმომადგენელს შორის აწარმოებდა.
გიორგი აბრამიშვილი, დაცულ ტერიტორიებზე, 2004 წლიდან მუშაობს.

რეინჯერი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა, მისთვის მოულოდნელი იყო.

“ყველა დაცულმა ტერიტორიამ წარადგინა საკუთარი კანდიდატი. როგორ მოვხვდი ამ ათეულში ვერ გეტყვით. მოულოდნელიც იყო და სასიხარულოც. ამ საქმეს თავდადება სჭირდება, რადგან ხიფათი ბევრია. სამი წლის წინ, სააგენტომ დამაჯილდოვა, როგორც საუკეთესო თანამშრომელი. მიყვარს ჩემი საქმე და ალბათ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი”- განაცხადა აბრამიშვილმა.

„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife Conservation და Conservation Allies-თან კოლაბორაციის შედეგად დაფუძნებული დაჯილდოებაა.

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიები ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2003 წელს შეიქმნა.
მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰექტარი კორომებია შემორჩენილი, რომელებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button