მნიშვნელოვანირეგიონი

კახელმა მევენახეებმა აქცია თელავის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართეს

თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, კახელი მევენახეები იმყოფებიან.

წინანდლის ღვინის ქარხანასთან შეკრებილმა ფერმერებმა, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ყურძნის ჩამბარებელმა კომპანიამ, საპროტესტო აქციებზე რეაგირება არ მოახდინა.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეკრებილი მევენახეები, კახეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, ყურძნის დავალიანების შესახებ, სრულ ინფორმაციას ფლობს.

ფერმერებთან შესახვედრად, კახეთის გუბერნატორის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი გავიდა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის საფასურს, კახელი მევენახეების ნაწილი, უკვე ორი თვეა, წინანდლის ღვინის ქარხნის დამქირავებელი კომპანია ,,ართეგს” უშედეგოდ სთხოვს.

კომპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე იძებნება და რეგისტრაციის მისამართად, თბილისში ნაკაშიძეების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი აქვს მითითებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button