მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთი პოლონურ – ქართულ საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

საინვესტიციო ფორუმი თელავში მიმდინარეობს. საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციისათვის კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონების, ასევე, ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ფორუმის მონაწილეებმა საკუთარი რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, პრეზენტაციები წარადგინეს.
პოლონურ – ქართული საინვესტიციო ფორუმი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პოლონეთის განვითარების ფონდების ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება.
შეხვედრას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი ესწრება.