გარდაიცვალა ელდარ რიაზანოვი [Video]

ცნობილი საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარის ავტორი, პოეტი და მსახიობი ელდარ რიაზანოვი 88 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა – გადმოსცემს ТАСС-ი.

იგი 1927 წელს სამარაში დაიბადა. 1950 წელს კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში, შემდეგ — „მოსფილმში“. ძირითადად კომედიური ჟანრის ფილმებს დგამდა.

ამ ჟანრის პირველი ფილმია „საკარნავალო ღამე“ (1956). რიაზანოვი მოთხრობებისა და სცენარების ავტორია, რომელთა მიხედვით შექმნა ფილმები: „უფრთხილდი ავტომობილს“ (1966), „წარმატების ზიგზაგი“ (1968), „იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში“ (1973). 1962 წელს შექმნა ჰეროიკული კომედია „ჰუსარული ბალადა“. რეჟისორმა სახელი მოიხვეჭა ფილმებით: ბედის ირონია, ანუ გაამოთ (1975), „სამსახურებრივი რომანი“ (1977) „ავტოფარეხი“ (1979). მისი ბოლო ნამუშევრებია: „საძინებლის გასაღები“ (2003) „ანდერსონი: სიცოცხლე უსიყვარულოდ“ (2006) „საკარნავალო ღამე 2 ან 50 წლის შემდეგ“ (2006) და სხვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button