მნიშვნელოვანისაქართველო

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 14 პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 6 აპრილს გაგზავნილი 14 პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. “ცხელების ცენტრებში” საეჭვო პაციენტებიდან საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის აღება გაგრძელდება, როგორც კლინიკიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.

ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში, 10 საკარანტინო ზონაში 446 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button