რეგიონი

კახეთიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა 2 ლარით გაძვირდა

დღეიდან, თელავიდან თბილისისკენ მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაადგილება, 12 ლარი ეღირება.
მძღოლები განმარტავენ, რომ მგზავრობის ღირებულებამ საწვავზე ფასების ზრდის გამო მოიუმატა.

“საწვავზე ფასი რომ გაიზრდება, ყველაფერი ავტომატურად იმატებს. აქამდე 50 ლარად თითქმის 25 ლიტრ საწვავს ვყიდულობდით, ახლა 15 ლიტრიც აღარ მომდის. საწვავი თუ არ ჩავასხით, რითი ვიაროთ? საწვავზე ფასის მატება, ჩვენთვისაც სერიოზული პრობლემაა. დღეს, ოთხი საათი ველოდებოდი, რომ მანქანა შევსებულიყო”– ამბობს მიკროავტობუსის მძღოლი, თამაზ მერკვილაძე.
მოსახლეობა მგზავრობის ღირებულების მატებით, უკმაყოფილოა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფასების ზრდა, საბოლოოდ მათ ჯიბეზე აისახება.

“ყველაფერი ძვირდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენს ჯიბეზე აისახება, რადგან გადამხდელები რიგითი ადამიანები ვართ. მესმის, რომ საწვავი გაძვირდა, მაგრამ ჩემი შემოსავალი არ გაზრდილა და საიდან გადავიხდი?”-ამბობს ეთერ ნიკოლოზიშვილი.
საფასური საზოგადოებრივი ტრანსპორტსა და ტაქსებზე, უკვე კვირაზე მეტია, მომატებულია.

ღირებულება 1-დან 2 ლარამდე თანხით გაიზარდა,. სოფლებიდან კახეთის ადმინისტრაციული ცენტრის, თელავის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button