მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის 4 კარანტინის სივრცეში 245 მოქალაქე იმყოფება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 23 ივლისის მონაცემებით, კახეთის რეგიონში განთავსებულ ოთხ კარანტინის სივრცეში იმყოფება 245 მოქალაქე. თვითიზოლაციაში კი 47 მოქალაქე. კარანტინიდან მოიხსნა 24 მოქალაქე.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება.

ადმინისტრაციის განმარტებით, კახეთის რეგიონში თვის განმავლობაში დაგეგმილია 8000-დან 9000-მდე ტესტირების ჩატარება.

კახეთის რეგიონიდან 22 ივლისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 199 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

სულ რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 9274 ნიმუში, აქედან 3475 მედპერსონალია, 2099 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი -406, ტრაილერის მძღოლი 44, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 157, შსს- 539.

მსგავსი პოსტები

Back to top button