“კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ქონება გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ქონება გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.

კომპანიის გასაყიდი ფასი 27 მილიონ 279 ათას 500 ლარია.

კომპანია 2011 წლის ოქტომბერში გადახდის უუნაროდ გამოცხადდა და გაკოტრების საქმე აღიძრა.

“კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა” და შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” მიმართეს. ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 მილიონ 417 ათას 544 ლარი დავალიანება აქვს.

“კახეთის ენერგოდისტრიბუცია” კახეთის რეგიონს ელეტქროენერგიით ამარაგებს და 120 ათასამდე აბონენტს ემსახურება.

ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის და არასტაბილური მომარაგების გამო წლების განმავლობაში “კახეთის ენერგოდისტრიბუციას” მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button