კახეთის ენერგოდისტრიბუცია სემეკისთვის მიმართვას აპირებს

ს/ს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” სემეკს დენის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ენერგოკომპანიის პრესსამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემ განუხადა.

მისი თქმით, ტარიფის ზრდა იურიდიულ აბონენტებს შეეხება.

ბარამიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, კომპანია რამდენი თეთრით მოითხოვს ტარიფის მატებას.

პრესსამსახურის უფროსის თქმით, დენის ტარიფის გაზრდა შესასყიდი ენერგიის გაძვირებას და ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირდება. “რაც შეეხება ფიზიკურ პირებს მათ დენი ამ ეტაპზე არ გაუძვირდებათ”.

შეგახსენებთ, რომ დენის ტარიფი უკვე გაუძვირდა დასავლეთ საქართველოსა და დედაქალაქის მოსახლეობას. საქართველოში მხოლოდ კახეთის რეგიონი რჩება, სადაც ელექტროენერგია ჯერ არ გაძვირებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button