მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის გუბერნატორი პანკისის ხეობის უხუცესებს შეხვდა

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დახურულ კარს მიღმა 2 საათი მიმდინარეობდა, 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ილაპარაკეს.

ქადაგიშვილი კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს თუმცა, ამბობს, რომ სუს-ის მიერ 29 დეკემბერს ნაჩვენებ ვიდეო და აუდიოფაილებში დეტალურად იყო აღწერილი პანკისელი ახალგაზრდების ახმედ ჩატაევთან კავშირის შესახებ ინფორმაცია.

ქადაგიშვილი მედიასთან არ აკონკრეტებს, გეგმავდა თუ არა ტერორისტული ჯგუფი რუსეთის საელჩოსა და საბავშვო ფესტივალის აფეთქებას თუმცა, აცხადებს, რომ დაკავებულ ადამიანებს ტერორისტული ზრახვები ნამდვილად გააჩნდათ. შეხვედრიდან გამოსული ხეობის უხუცესები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ.

მათ გუშინ პროკურატურის სახელზე მხოლოდ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button