რეგიონი

კახეთის კოვიდ-კლინიკებში საწოლები სრულად შევსებულია

რეგიონში კორონავირუსის ყოველდღიურად აღრიცხულმა შემთხვევებმა, საწოლფონდის გადატვირთვა გამოიწვია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კახეთი იმ რეგიონებს შორისაა, სადაც კოვიდ- მიმღებ კლინიკებში, ყველა საწოლი დაკავებულია.

თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ სტაციონარში სამკურნალოდ გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა გაზრდილია.

” ტესტირებაზე მომართვიანობაც გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევებიც. ამის პარალელურად, ბუნებრივია, უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, ვაქცინაციის პროცენტულ მაჩვენებელს,განგიმარტავთ, რომ საავადმყოფოში უმრავლესობა აუცრელი ხვდება”- განუცხადეს რადიო ჰერეთს საავადმყოფოში.

დღეს რეგიონში კორონავირუსის კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი 1253 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეების მაჩვენებელთან შედარებით, 100 ერთეულით მეტია.

კვირაზე მეტია, კახეთში შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ათასს ასცდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button