მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთის მაღალმთიან სოფლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

კახეთის რეგიონის მაღალმთიან სოფლებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

მობილური ამცრელი ჯგუფები, საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფლებში, გომბორსა და უჯარმაში ჩავიდნენ.

ვაქცინაციის მსურველთა შორის, უმრავლესობა 60 წელს მიღწეული მოქალაქეები არიან, რომლებსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი აცრის შემდეგ 200 ლარიანი დანამატი ეძლევათ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის განმარტებით, მოსახლეობის მხრიდან ვაქცინაციაზე მოთხოვნა იყო.

” ეს არის მაღალმთიანი დასახლებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრები ადამიანებისათვის ამცრელი ჯგუფები ადგილზე მიდიან. გარდა ამისა, მოსახლეობა დანამატის მიღებითაც არის დაინტერესებული და ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთავთ ვაქცინაციის პროცესში”– განაცხადა გულიკაშვილმა.

უკვე რამდენიმე თვეა, მობილური ამცრელი ჯგუფები, კახეთის რეგიონის სოფლებში ჩადიან და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში, სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button