კახეთის პოლიციამ 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი, დაკავებულებს დიდი ოდენობით ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს ედავება.
გამოძიების მტკიცებით, სამმა ბრალდებულმა, ძალადობის მუქარით, ერთ-ერთი ფერმიდან, 600 ცხვარი გაიტაცეს.
დაზარალებულმა მხარემ, დავის მოსაგვარებლად, კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, რომელიც საქმეში ჩაერთო, კიდევ ერთ პირთან ერთად, თავისუფლება აღკვეთა მწყემსებს და 1068 ცხვარს დაეუფლა.
სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ,,აკ-74’’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, ,,ნაგანის’’ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც კრიმინალურმა ავტორიტეტმა და მასთან მყოფმა პირმა, სავარაუდოდ მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს.
სამართალდამცავებმა სულ ხუთი პირი დააკავეს, ორის, მათ შორის, კრიმინალური ავტორიტეტის ძებნა, გრძელდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.