კახეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

კახეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კახეთის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 53 წლის მამაკაცი, იარაღის უკანონო შენახვისათვის დააკავა.
ოპერაცია კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
სამართალდამცველეა ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ხელყუმბარა, 8 მჭიდი, 730 ვაზნა და 17 დანა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 27 წლის მამაკაციც, რომლისგანაც ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 12 ვაზნა და 2 მჭიდი.
პოლიციამ მსგავსი ოპერაცია მთრლი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და სულ 14 პირი დააკავა.