მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ალადაშვილი დაინიშნა.
დეპარტამენტის ახალი დირექტორი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, შალვა ბედოიძემ და ვლადიმერ ბორცვაძემ, თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს.
დღემდე, გიორგი ალადაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მან ამ პოზიციაზე, კახაბერ მურადაშვილი შეცვალა, რომელიც კახეთის რეგიონში სამუშაოდ, 2021 წლის იანვარში, გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან გადაიყვანეს.
ბოლო ექვსი თვის განმავლიბაში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტს, უკვე მესამე ხელმძღვანელი ჰყავს.