რეგიონი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი, თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. ამ დრომდე, კალანდაძეს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2017 წლამდე, თეიმურაზ კალანდაძე სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ამის შემდეგ, ის, თბილისში, გლდანი- ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

2018 წელს, მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ, კალანდაძე პოლიციიდან გაუშვა. განთავისუფლების მიზეზად, იმჟამინდელმა მინისტრმა, თბილისში, საკუთარ სახლში კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟის, კობა კობალაძის ცემის ფაქტი დაასახელა. კობალაძე ამტკიცებდა, რომ პოლიციელები, მას მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაესხნენ თავს. 2019 წელს, თეიმურაზ კალანდაძე სისტემაში დააბრუნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ- ერთ სამმართველოში დანიშნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თეიმურაზ კალანდაძეს, სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მას სხვადასხვა წლებში, სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button