მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა- შენახვისათვის ოთხი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა- შენახვისათვის ოთხი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში, ყვარელში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში ოთხი მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევ მოქალაქეებს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა აღმოაჩნდათ.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.