კახეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

კახეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე, გიორგი ალადაშვილი დაინიშნა.
გიორგი ალადაშვილი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი შიოშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, შიოშვილმა თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ის გუბერნატორის თანამდებობაზე, 2020 წელს დაინიშნა, მანამდე, 2016 წლიდან, გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
გუბერნატორად დანიშვნამდე, გიორგი ალადაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ის, პროფესიით სამართალმცოდნეა.
ალადაშვილმა, განათლება, ჰარვარდის უნივერსიტეტში , ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო.
გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეც იყო ავსტრიის რესპუბლიკაში.
ალადაშვილის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.