მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის რეგიონს ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა

კახეთის რეგიონს ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონს 31 სამგზავრო ავტობუსი გადაეცა.

EURO 5-ისტანდარტის, 8 მეტრიანი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი.

ავტობუსები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება.

ავტობუსების შესყიდვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

ამ თანხით, მთლიანობაში 154 ერთეული ავტობუსია შეძენილი, რომელიც კახეთის გარდა, სხვა რეგიონებსაც გადაეცემა

ახალი ავტობუსების გადაცემის პროცესს,
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარამენტარებთან, ირაკლიქადაგიშვილთან და დავით მათიკაშვილთან ერთად ესწრებოდა.

სამგზავრო ავტობუსები კახეთში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თელავში გამოჩნდა. დასაწყისისათვის ისინი სატესტო რეჟიმში მუშაობდნენ და მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდნენ.

მოგვიანებით, ავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ფასიანი გახდა და დღევანდელი მდგომარეობით, ყველა მიმართულებით 70 თეთრს შეადგენს.

თელაველების ნაწილი მგზავრობაზე საფასურის დაწესებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მოქალაქეები თვლიდნენ, რომ საფასური 50 თეთრზე ზევით არ უნდა დადგენილიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button