რეგიონი

კახეთის რეგიონს კორონავირუსის სამკურნალო 200 კოლოფი “პაქსლოვიდი” გადაეცა გადაეცა

კახეთის რეგიონს კორონავირუსის სამკურნალო 200 კოლოფი “პაქსლოვიდი” გადაეცა.
პირველი პარტია თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიტანეს.

ჰოსპიტალის მენეჯერი, ხათუნა ჭონიაშვილი განმარტავს, რომ პრეპარატი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე გაიცემა და ჯერჯერობით, მისი გამოყენება არ მომხდარა.

” ჩვენთან “პაქსლოვიდი” უკვე შემოტანილია, თუმცა გამოყენება ჯერ არ მომხდარა. თუ ექიმები საჭიროდ ჩათვლიან და რომელიმე პაციენტს დაუნიშნავენ, სპეციალური მომართვის საფუძველზე, ჩვენ ამ პრეპარატს გავცემთ”– განაცხადა ჭონიაშვილმა.
კახეთის რეგიონში, კოვიდკლინიკა მხოლოდ დედოფლისწყაროშია შენარჩუნებული და ამ ეტაპზე, 14 პაციენტი მკურნალობს.

საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პრეპარატის გამოყენება, ჯერჯერობით, არც საავადმყოფოში მყოფ პაციენტებთან მომხდარა.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი პაციენტებს უფასოდ გადაეცემა.

პაქსლოვიდი COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს, რაც ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.

ექიმების განმარტებით, „პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით, პრეპარატი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვს.

გადაწყვეტილებას პრეპარატის დანიშვნის შესახებ, პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა და ის საქართველოში 22 მარტს შემოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button