კახეთის რეგიონში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დღეს რეგიონში ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.
“დღეს გამოვლინდა 7 ახალი შემთხვევა, რომლებიც დატოვებული არიან ბინაზე სამკურნალოდ, შემდგომი ტაქტიკის მოლოდინის რეჟიმში. მძიმე პაციენტი კახეთიდან არცერთი არ არის და არც გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულა. მატნის კლასტერის 19 შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 18, ხოლო ლაგოდეხის სამი კლასტერიდან, გამოჯანმრთელდა 20”, განუცხადა რადიო ჰერეთს ხიზანიშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის მყნიციპალიტეტებში შემთხვევათა გადანაწილება ასეთია: ახმეტა – 19, გურჯაანი – 16, დედოფლისწყარო – 4, ყვარელი – 24, სიღნაღი – 18, ლაგოდეხი – 21, თელავი – 13.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.