დღეს ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 970 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 436 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 534 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 74 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 118-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 313-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 793 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა
📌აჭარა – 5
📌იმერეთი – 7
📌ქვემო ქართლი -0
📌შიდა ქართლი – 1
📌გურია – 4
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8
📌კახეთი – 4
📌მცხეთა-მთიანეთი -2
📌სამცხე-ჯავახეთი – 1
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
იმუნიზაციის საბჭოდან [კორონავირუსის საწინააღმდეგო] ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის საჭიროებაზე რეკომენდაცია ჯერჯერობით არ მოსულა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
„ერთ თვეზე მეტია ვაკვირდებით, რომ ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული, ბოლო რამდენიმე კვირაა, მინამუმამდეა დაყვანილი ახალი შემთხვევების რაოდენობა და გარდაცვალების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული. იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში იხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ ვირუსის და შტამის მიმდინარეობას და თუ ამ საბჭოდან იქნება ამის [ვაქცინის მეოთხე დოზა] რეკომენდაცია, მერე უკვე სამინისტროს დონეზე გავივლით ამას და შევჯერდებით. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია არ მოსულა“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 653 118 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 793 ადამიანი.