მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
კახეთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
სასწავლო პროცესი საკალასო ოთახებში განახლდა კახეთის საჯარო სკოლებში. თელავის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მაია სიმონიშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ სასწავლო პროცესზე დასასწრებად, მოსწავლეთა დაახლოებით ნახევარი გამოცხადდა.
“აბსოლუტური დასწრება არ არის, მაგრამ ნაწილი მოვიდა სკოლაში. მშობლების ერთი ნაწილის მოთხოვნით კი, გაკეთდა ონლაინ კლასებიც და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, დარჩა დისტანციური სწავლების რეჟიმზე”- განაცხადა სიმონიშვილმა.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლები, რომლებსაც ონლაინ სწავლების რეჟიმზე დარჩენის სურვილი აქვთ, მიმართავენ სკოლას განცხადებით, ან რეგისტრირდებიან სპეციალურ საიტზე.
სწავლა საჯარო სკოლებში ონლაინ რეჟიმზე, 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად გადავიდა.