მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში საზაფხულო ბაღები იმუშავებს

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში საზაფხულო ბაღები ამუშავდება. ლაგოდეხის, გურჯაანისა და თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანებებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

გურჯაანსა და თელავში ორ-ორი, ხოლო ლაგოდეხში სამი საზაფხულო ბაღი იმუშავებს.

თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, თანხები პედაგოგების ანაზღაურებისათვის უკვე გამოყოფილია.

” ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თანხები პედაგოგების ანაზღაურებისა და ბავშვების კვებისათვის უკვე გათვალისწინებულია. ბავშვის მიყვანა შეუძლია ყველა დასაქმებულ მშობელს, რომელიც შესაბამისი განცხადებით მოგვმართავს. ორი ბაღი იმუშავებს ქალაქის ისეთ მხარეებში, რომლებიც ტერიტორიულად ყველასთვის ხელმისაწვდომია “- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 9 ივლისს მთავრდება.

საზაფხულო ბაღებით სარგებლობას აღსაზრდელები და მშობლები, ერთი თვის განმავლობაში, 12 ივლისიდან 15 აგვისტომდე შეძლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button