მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში გარემოს დაბინძურებაზე გამაფრთხილებელი ბანერები დაამონტაჟეს

ლაგოდეხში გარემოს დაბინძურებაზე გამაფრთხილებელი ბანერები დაამონტაჟეს.

“ნუ დააბინძურებ გარემოს“, „გაუფრთხილდი გარემოს”- ასეთი შინაარსის გამაფრთხილებელი ბანერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილას განთავსდა.
ბანერების დამზადება, მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გადაწყდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, მოსახლეობა, სხვადასხვა ადგილებში ნაგავს თვითნებურად ყრის.

„გამაფრთხილებელი ბანერები, რომელიც ჩვენ დავამზადეთ, მოიცავს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიას, გვინდა ნაგვის თვითნებური დაყრა ავიცილოთ თავიდან. მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავაბინძურებთ მას“ – განაცხადა მდივნიშვილმა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დანაგვიანებულ ადგილებსა და თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე, მოსახლეობა კარგა ხანია ჩივის.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და დასუფთავება, მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ევალება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button