მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთის სოფლებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება დაიწყება

კახეთის სოფლებში სახანძრო- სამაშველო ჯგუფების პატრულირება დაიწყება. რეგიონში მობილიზების გაძლიერების გადაწყვეტილება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტყის და მინდვრის ხანძრების მომატებული რისკის გამო მიიღო.

უწყების ინფორმაციით, სახანძრო- სამაშველო ჯგუფები ცეცხლის გავრცელების აღკვეთისა და საჭირო შემთხვევაში, ლიკვიდაციისათვის იმუშავებენ.

” სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ძალების მობილიზებას აძლიერებს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება დაიწყება”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, კახეთის მინდვრებსა და სასოფლო- სამეურნეო სავარგულებში, ხანძრის შემთხვევები გაიზარდა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ,21 ივნისს, ქერისა და ხორბლის ჯერ კიდევ ასაღები ყანები დაიწვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button