“კახეთსა და გორის ზოგიერთ რაიონში ფაროსანას დაფიქსირდა”

“ფაროსანას არსებობა თბილისის გარდა, გორსა და კახეთის ზოგიერთ რაიონშიც დაფიქსირდა”, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფაროსანას დასაფიქსირებელად 1200 მოწყობილობა განთავსდა კახეთში და ამდენივე იქნება გორშიც.
მისი განმარტებით, მწერი გამოიზამთრებს და ბუნებაში აპრილის ბოლოდან გამოჩნდება სადაც დაიწყებს შეჯვარებას, გამრავლებას და სწორედ იმისთვის, რომ არ მოხდეს მავნებლის გავრცელება, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს.