მნიშვნელოვანისაქართველო
კახეთში 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა
რთველის საკოორდინაციო შტაბის ოფიციალური ინფორმაციით, 5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. აქედან 3,6 ათას ტონამდე საფერავია, 2,4 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში 23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში 160 ღვინის მწარმოებელი კომპანიაა დარეგისტრირებული.