მნიშვნელოვანირეგიონისპორტი

კახეთში 11 ფეხბურთელი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საფეხბურთო სტადიონზე, 11 ფეხბურთელი დააჯარიმეს. თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა მოუწევს.

შს სამინისტროში თქვეს, რომ ახალგაზრდებმა პოლიციის მითითება არ გაითვალისწინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოცდაოთხ საათში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა.

სახელმწიფოს მიერ საგანგებო რეჟიმის დადგენილი წესის დარღვევა ფიზიკური პირის სამი ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის თხუთმეტი ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ქმედების განმეორების შემთხვევაში კი დამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button