კახეთში 14 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

18 სექტემბრის, 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 14 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

როგორც რადიო “ჰერეთს” ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მათ შორის, 4 500 ტონამდე რქაწითელია, 5 300 ტონამდე საფერავი, 670 ტონამდე კახური მწვანე და 3 400 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმოა.

რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-მდე ღვინის კომპანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button