მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში 15 წლის მოზარდი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის მოზარდი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლის გოგონა, მესამე გაკვეთილიდან პედაგოგს დაეთხოვა და სახლში წავიდა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჩამომხრჩვალი ძმამ იპოვა.
ადგილობრივები რადიო ჰერეთთან ყვებიან, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი, უცნობია.
“მიზეზი არავინ იცის, ძალიან კარგი, ლიდერის თვისებებით გამორჩეული გოგონა იყო. თან მოცეკვავე და წარჩინებული მოსწავლე. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. არც ოჯახმა, არც მეგობრებმა, არაფერი იციან. თავზარდაცემული და შეწუხებულია მთელი სოფელი, მისი სკოლა და მეგობრები”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მომხდარ ფაქტზე, სკოლის დირექციას, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
დაიწყო თუ არა გამოძიება, გოგონას გარდაცვალების ფაქტზე, ინფორმაციას რადიო ჰერეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button