“კახეთში 30 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”

პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, “გურჯაანში 30 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”. შემთხვევა სოფელ ვეჯინში მოხდა.
გამოძიების მონაცემებით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.