“კახეთში 32 წლის მამაკაცმა დედა სცემა”

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბრიდან გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი, 1984 წელს დაბადებული მამაკაცი სოფელ კალაურში დააკავეს.

როგორც სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა დედას -ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button