“კახეთში 63,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა”
კახეთის რეგიონში 63 ათას 500 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
ოფიციალური ინფორმაციით, “ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 39 მლნ ლარს მიაღწია”.
გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი – 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 22 ათას ტონამდე.
კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება:
თელავი – 12,5 ათასი ტ.
ყვარელი – 12,2 ათასი ტ
სიღნაღი – 6,7 ათას ტ
ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტ
დედოფლისწყარო – 2 ათასი ტ
ახმეტა – 1,5 ათასი ტ
საგარეჯო – 1,7 ათასი ტონა
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.