მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა, გვიან ღამით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა, თუმცა კონფლიქტის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button