მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ალოობა დაიწყო

მარცვლეული კულტურის წლევანდელ მოსავალს თავდაპირველად სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე მდებარე ყანებიდან აიღებენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე, ქერის ყანები მოიმკება.

” მოსამზადებელი სამუშაოები დროულად ჩატარდა და უკვე გაიჭრა ქერის ყანები, ალაზნის ველზე. ამას მოჰყვება ხორბლის მოსავლის დაბინავება და შემდეგ უკვე ალოობის პროცესი შირაქის ველებზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს. წელს საშუალო მოსავლიანობა გვაქვს”- განაცხადა ბატიაშვილმა.

ალოობის პროცესში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 34 ერთეული კომბაინი იმუშავებს. მარცვლეული კულტურის საერთო ფართობი 32 000 ჰექტარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button