მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ამერიკელმა მოსამართლეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ გამოცდილება სტუდენტებსა და ქართველ მოსამართლეებს გაუზიარეს

ამერიკელმა მოსამართლეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ გამოცდილება სტუდენტებსა და ქართველ მოსამართლეებს გაუზიარეს.

შეხვედრა თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ჩატარდა.

მართლმსაჯულების ამერიკელმა წარმომადგენლებმა, ჯორჯიას შტატის მოსამართლეებმა, ანა ჰარისმა და ჯეიმს ბოდიფორდმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უპირატესობებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

“დაახლოებით ცხრა წლის წინ, შემომთავაზეს, რომ საქართველოში წამოვსულიყავი და ამერიკული გამოცდილება გამეზიარებინა. თავიდან ცოტა რამ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა უკვე მერვედ ვარ საქართველოში და მომწონს ის პროგრესი, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით აქ ხდება”- განაცხადა ბოდიფორდმა.

მოსამართლეებმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხეს და მათგან განხილული საქმეებიდან მაგალითები მოიყვანეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი მოსამართლეები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ.

უნივერსიტეტის შემდეგ, ამერიკელი მოსამართლეები თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესს დაესწრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button