“კახეთში ასობით ავარ გოგონას წინდაცვეთას აიძულებენ” – IWRP–ს კვლევა

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” კვლევას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ავარებს შორის გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკას ეხება.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, წინდაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ. წინდაცვეთას ატარებენ ყვარლის რაიონის სოფლებში  – თივში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში, სადაც ბევრი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.

როგორც ორგანიზაციას წერს, საქართველოს მთავრობაში განუცხადეს, რომ  ქვეყნის ტერიტორიაზე გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მსგავსი ფაქტების შესახებ მონაცემები არ აქვთ ადგილობრივ არასმთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც.

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის”  წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი მოკვლევის ჩატარების პირობა დადო.  
საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყვარლის რაიონში დაახლოებით 3 ათასი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.

კვლევის თანახმად, სასქესო ორგანოს ნაწილს ძირითადად ერთიდან სამ წლამდე ასაკის გოგონებს სახლის პირობებში აჭრიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button