მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ასობით მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტი მოწმდება

კახეთში ასობით მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტი მოწმდება.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთში ასობით ობიექტს გააკონტროლებს.
სააგენტოს თანამშრომლები კვერცხის ადგილობრივი წარმოებებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს, საკონდიტროებსა და საცხობებს ამოწმებენ.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ასეთი ობიექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის დადგენა.

“მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან. ჩატარებული დოკუმენტური შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად და დარღვევები ჯერჯერობით არ გამოვლენილა“-განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ინსპექტირების ჯგუფები შესაბამის კონტროლს საქართველოს სხვა რეგიონებშიც ატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button