კახეთში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანში ავტოავარიას 29 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი მგზავრი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში მოათავსეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button