მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ჩასულ კოვიდინფიცირებულ ექიმს რამდენიმე ოჯახთან ჰქონდა კონტაქტი

თელავის ერთ-ერთ კლინიკას კორონავირუსის სიმპტომების მქონე, თბილისში მცხოვრებმა ექიმმა მიმართა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით,კვლევის შედეგად, მას კორონა ვირუსი დაუდასტურდა.პირველადი ინფორმაციით, პაციენტი, ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

დაინფიცირებულ პირს, კახეთის ორ მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ოჯახთან და მამასთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის, გურჯაანის განყოფილების თანამშრომელია.

ამ ეტაპზე კონტაქტების სრული რაოდენობის დადგენასა და იდენტიფიცირებაზე, ეპიდემიოლიგები მუშაობენ.

როგორც რადიო ჰერეთს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, 17 საათისთვის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, ამ საკითხზე ბრიფინგი იწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button