მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

11 თვის ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბრალდების მხარე, 36 წლის ზურაბ შავლიაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

ბრალდებულის ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც გარდაცვლილი ჩვილის მამაა, წარდგენილ ბრალდებაში, თავს დამნაშავედ არ სცნობს.

დაკავებულს ბრალი, 10 მარტს, ყვარლის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

ბრალდების მხარე, ზურაბ შავლიაშვილს, ოჯახურ ძალადობას, გაუფრთხილებობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 25 წლის მეუღლეს, რომელსაც ხელში 11 თვის ჩვილი ეჭირა. კონფლიქტის დროს, ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126′, 116- ე და 11′, 19, 117- ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა 8 მარტს, გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა

მსგავსი პოსტები

Back to top button