მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში დაკეტილი სკოლების რიცხვი იზრდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საჯარო სკოლა დაიკეტა. სოფლების კაჭრეთისა და ახაშნის სკოლები სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სკოლების დაკეტვის მიზეზი, კორონა ვირუსის მაღალი მაჩვენებელი გახდა.

” ეს ორი სკოლა სრულად დაიკეტა, რადგან კოვიდ- 19 დაფიქსირდა და ეპიდემილოგებმა ჩათვალეს, რომ მხოლოდ კლასების ონლაინზე გადაყვანა საკამარისი არ იქნებოდა. დაკეტილია ბაკურციხის სკოლაც და ჰიბრიდულ სწავლებაზეა ქალაქ გურჯაანის ორი სკოლის სამი კლასი” -განაცხადა მინდიაშვილმა.

სწავლა საჯარო სკოლებში 1 თებერვალს განახლდა.

სწავლის განახლებიდან რამდენიმე დღეში, სკოლებში კორონა ვირუსი როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს დაუფიქსირდა. ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებული სამრევლო სკოლაც.

სკოლებში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე- 5 კლასიდან ზევით, მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button