მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში, დამკვირვებლების გამოძევებამ მასიური ხასიათი მიიღო

კახეთის სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან, დამკვირვებლების გამოძევებამ უკვე მასიური ხასიათი მიიღო.

ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მე-14 სარჩევნო უბნიდან ორი დამკვირვებელი გამოაძევეს.

საარჩევნო უბანზე ,,ევროპული საქართველოს” დამკვირვებლის, სალომე მათიაშვილის ინფორმაციით, უბანზე ხმის ფარულობა დაირღვა.

“მოქალაქემ ბიულეტენი ღიად გამოიტანა კაბინიდან. კომისიის თავმჯდომარეს მივუთითე რეაგირება გაეკეთებინა, თუმცა მან კომისიის წევრს მიუთითა უბნიდან გამოვეძევებინე. უბნიდან, ჩემთან ერთად, სხვა ოპოზიციური პარტიის წარმოადგენელიც გამოაძევეს”, – განუცხადა სალომე მათიაშვილმა.

დამკვირვებლებს აძევებენ, სოფელ ბაკურციხის 30-ე საუბნო საარჩევნო კომისიიდან, სადაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანმაშრომლის მითითებით, უბნიდან, ლელო საქართველოსა და ლეიბორისტული პარტიის წარმოადგენლებიც გამოაძევეს.

გურჯაანის მე-9 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის განმრტებით, დამკვირვებლები, კომისიის მუშაობას, ხელს უშლიდნენ.

“გამოძევებული დამკვირვებლები, ხელს უშლიდნენ საუბნო კომისიას საქმიანობაში და აღნიშნული პირების უბნიდან გამოძევების გადაწყვეტილება, თავად კომისიებმა მიიღეს”, – განაცხადა ჩუთლაშვილმა რადიო ჰერეთთან.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, საარჩევნო უბნებიდან, ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი დამკვირვებლების გამოძევების უკვე ათამდე ფაქტი დაფიქსირდა.

დამკვირვებლების გაძევების პროცედურას, საუბნო საარჩევნო კომისიები, მას შემდეგ იწყებენ, რაც ისინი კაბინებიდან საარჩევნო ბიულეტენების გარეთ გამოტანას აპროტესტებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button